ხავიერ ერნანდეს ქრეუსი, იგივე ხავი
დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს კატალონიაში, კერძოდ კი ბარსელონაში. იგი
ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური
ნახევარ-მცველია. მან ესპანეთის ნაკრების
მაისურით უკვე 70 ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. იგი გუნდთან ერთად იმყოფებოდა
2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,
2004 და2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ამ უკანასკნელში იგი გათამაშების
საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ხავი ასევე დასახელებულია “ფიფა” - ს
2007-2008 წლების 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. მას 2009 წლის ჩემპიონთა
ლიგის ფინალში “ბარსელონას” გამარჯვებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის
უწოდეს “MAN OF THE MATCH”.
კარიერა
“ბარსელონა”
ხავი არის “ბარსელონას” საფეხბურთო
სკოლის აღზრდილი და მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილიც სწორედ “ნოუ კამპს”
უკავშირდება.იგი “ბარსელონას” სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში 11 წლიდან
გამოდის. ახალგაზრდული გუნდიდან იგი მალევე მოხვდა “ბარსელონას” სარეზერვო
შემადგენლობაში და ერთ-ერთი მთავარი გასაღები იყო ხორდი გონსალვოს “ბარსა
ატლეტიკის” გუნდში. ხავი სწრაფად პროგრესირებდა და 1998 წლის 18 აგვისტოს
შედგა მისი “ბლაუგრანას” პირველი გუნდში დებიუტი. ეს მოხდა ესპანეტის
სუპერ თასის ფინალში “მალიორკას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, სადაც
ესპანელმა გოლის გატანა მოახერხა. ხავი კლუბის ერთ-ერთი წამყვანი
ფეხბურთელი მალევე გახდა. 2004-2005 წლების საზონის შემდეგ ის გუნდის
ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. ხავის “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2014
წლამდე აკავშირებს, რომელიც ამ სეზონის დასაწყისში გაფორმდა. კონტრაქტის
თანახმად იგი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს იღებს და თამამად შეიძლება
ჩავთვალოდ იგი მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელად.
1998 წლიდან დღემდე ხავიმ “ბარსელონას”
მაისურით 474 შეხვედრა ჩაატარა. 2009 წლის 11 იანვარს მან გაიტანა გოლი
თავის საიუბილეო მე-300 ლა ლიგის მატჩში ”ოსასუნას” წინააღმდეგ. 2009 წლის
22 მარტი ხავისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღეა. მან “მალაგას”
წინააღმდეგ მოგებულ 6-0 შეხვედრაში ანგარიში გახსნა და შემდეგ ანრის და
ეტო’ოს გაუკეთა საგოლე გადაცემები. “ნოუ კამპი” მის მიმართ ოვაციებს ვერ
მალავდა, როდესაც იგი შეცვალეს მეორე ტაიმში. ასევე ხავი იყო იმ პასის
ავტორი, რომელიც მესიმ გოლად აქცია რომის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედის”
წინააღმდეგ. “უეფა” -ს მიერ ხავი იქნა დასახელებული ფინალის საუკეთესო
ფეხბურთელად, ხოლო მესისთან ერთად იგი ფანებმაც საუკეთესოდ აღიარეს
სხვადასხვა გამოკითხვების შედეგად.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები
ხავი პირველად ესპანეთის ახალგაზრდულ
ნაკრებში 1999 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოჩნდა, სადაც მან
გატანილი ორი გოლის წყალობით პატარა წვლილი შეიტანა ტიტულის მოგებაში.
ხავის პირველი ოფიციალური მატჩი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის 15
ოქტომბერს შედგა ჰოლანდიის წინააღმდეგ. მას შემდეგ ნახევარ-მცველი
ნაკრების შეუცვლელი ფიგურა გახდა. მა 2005-2006 წლების სეზონის ბოლოს
მიღებული ჰქონდა ტრავმა, თუმცა იგი ლუის არაგონესის რაზმში მაინც იყო
გამოძახებული. მაშინ მწვრთნელმა ესპანელზე ასეთი მომენტარი გააკეთა:
“ხალხი ამბობს, რომ ხავის ჩვენთან ერთად ყოფნა სარისკოა, მაგრამ მე
ვამბობ, რომ უფრო სარისკო იქნება თუ მას ბარსელონაში დავტოვებთ.” ხავი ამ
ჩემპიონტზე უკრაინასთან გამართულ შეხვედრაში დაასახელეს მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელად.
“ევრო 2008″ -ს ესპანეთის გამარჯვებაში
ხავის უდიდესი წვლილი მიუძღვის. პარტნიორ ინიესტასთან ერთად მან საუცხოო
დუეტი შექმნა. იგი ყველგან იყო, დაცვაში, ნახევარ-დაცვაში და თავდასხმაში.
მან გახსნა ანგარიში 50-ე წუთზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ
ნახევარ-ფინალურ მატჩში. ხავიმ ფინალშიც გამოიჩინა თავი, როდესაც მან
საგოლე გადაცემა გაუკეთა ფერნანდო ტორესს გერმანიის წინააღმდეგ გამართულ
შეხვედრაში. “უეფა” -მ ხავი “ევრო 2008″ -ს საუკეთესო ფეხბურთელად
დაასახელა. “ბარსელონას” ნახევარ-მცველი გამოძახებულია ახლანდელი
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც, რომლის მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ
ბოსკეა. ესპანელმა ნახევარ-მცველმა “ევრო 2008″ -დან გადმოყოლილი კარგი
ფორმა შინარჩუნა 2010 წლის მსოფლიო ჩემპინატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც.
სწორედ მისი ჯარიმებიდან გავიდა 2 გოლი ესტონეთის ნაკრების კარში.
სტატისტიკა
ხავიმ “ბარსა ატლეტიკის” შემადგენლობაში
61 შეხვედრა ჩაატარა სადაც 2 გოლი გაიტანა. მან 1998 წლიდან დღემდე
“ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში 474 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აედან
318 ლალიგაში, 46 -ესპანეთის სამეფო თასზე, 108 - ევროპულ საკლუბო დონეზე
და 2 - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ამ მატჩებში მან 46 -ჯერ მოახერხა
მოწინაარმდეგე გუნდის კარის დალაშქვრა. ხავიმ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში
71 მატჩი ითამაშა, სადაც 8 გოლის გატანა მოახერხა.
ტიტულები (გუნდთან ერთად)
“ბარსელონა”
ლა ლიგა: 1998-99, 2004-05, 2005-06, 2008-09.
კოპა დელ რეი - 2008-09
ჩემპიონთა ლიგა: 2005-06, 2008-09
ესპანეთის სუპერ თასი: 2005-06, 2006-07
ესპანეთის ეროვნული ნაკრები
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: 1999
სიდნეის ოლიმპიადა: 2000 - მეორე ადგილი
ევროპის ჩემპიონატი: 2008
ინდივიდუალური ტიტულები
“ევრო 2008″ -ს საუკეთესო ფეხბურთელი
“ფიფა” -ს წლის 5 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დასახელებული 2007-2008
“IFFHS” - წლის საუკეთესო ფლეი-მეიკერი 2008
“უეფა” -ს წლის გუნდის მოთამაშე 2007 და 2008
FIFA.com -ის წლის გუნდის მოთამაშე 2008
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლის ასისტენტი 2008-09
ლა ლიგის საუკეთესო გოლის ასისტენტი 2008-09