მთავარი » 2009 » ივნისი » 9 » მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი 207 წლისა
10:31 მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი 207 წლისა |
ქ. იოკოჰაში მცხოვრებ, იაპონელ იოჩი და კაზანო გომებს, რომელთაც 104 და 103 წელი შეუსრულდათ და უკვე 72 წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან, "გინესის რეკორდების წიგნში" მოხვედრა სურთ. ამ მიზეზით თავიანთ სახლში, ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს, თუმცა თავისი ასაკი ზუსტად ვერც ერთმა ვერ გაიხსენა. ამაში მათ ნათესავები დაეხმარნენ და ცოლ-ქმარს შეახსენეს, რომ ორივეს ერთად 207 წელი შეუსრულდა და სრული უფლება აქვთ , ყველაზე ხანდაზმული წყვილის სტატუსის მინიჭება ოფიციალურად მოითხოვონ. ამჟამად "გინესის რეკორდების წიგნის" ვერსიის მიხედვით, ყველაზე ხანდაზმულად, ფილადელფიელი ჰერბეტ და მაგდა ბრაუნების წყვილი ითვლება, რომელთაგან თვითოეული შესაბამისად, 105 და 100 წლისაა. კითხვაზე - თუ რაში მდგომარეობს მათი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, ყოფილმა სახელმწიფო მოხელემ იოჩი გომმა ჟურნალისტებს უპასუხა: "იმედი არ უნდა დაკარგო, სიცოცხლე უნდა გწყუროდეს. მე და ჩემს ცოლს, ყველაზე მეტად დროის ერთად გატარება მოგვწონს." ქმრის სიტყვებს მისი მეუღლე თავის ქნევით დაეთანხმა და დასძინა: "თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ამდენ ხანს სიცოცხლე მოსაწყენიც კია. პირადად მე, ცხოვრებაში უკვე აღარაფერი მხიბლავს.". ხანდაზმულ წყვილს სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი ჰყავთ.,
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 1192 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|