მთავარი » 2009 » სექტემბერი » 13 » რონალდინიო თავის ბოლო თვეებზე ბარსაში
16:05 რონალდინიო თავის ბოლო თვეებზე ბარსაში |
შეკითხვაზე თუ როგორი იყო ბოლო თვეები ბარსელონაში, რონალდინიომ მიუგო:
“ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, მე მქონდა ტრამვა, ვერც ვთამაშობდი, ვერც ვვარჯიშობდი. ერთადერთი რაც შემძლო, ეს იყო ტელევიზორის ყურება. თამაშების უმრავლესობას მე ვუყურებდი ჩემი დივნიდან, მე არასოდეს მქონია ამხელა ტრამვა და ეს მეტად რთული იყო ჩემთვის.
ჩემი ოჯახი დამეხმარა ამ ყველაფრის გადატანაში, თუმცა ისინიც დაზარალდნენ რადგან ჩემი არ იყოს, სამიზნეებს წარმოადგენდნენ. მაგალითად ჩემი ძმა რობერტო, რომელიც ჩემი აგენტია პარალელურად, ხშირად დაადანაშაულეს ფულის სიხარბეში და ამით ტკივილი მომაყენეს.
აგრეთვე მიმდინარეობდა მტკიცება რომ მე ვეწეოდი ღამის ცხოვრებას, ისევე როგორც მარადონა თავისი კარიერის საუკეთესო წლებში. მე როცა შვებულებაში ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მსურს. სეზონის განმავლობაში მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, თუმცა როცა ის მთავრდება მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ეს ორი რამ ყველამ უნდა გაიგოს და განაცალკევოს.
ამ დონისთვის რომ მიმეღწია და იმისთვის რომ კიდევ დიდხანს დავრჩე მწვერვალზე, ბევრ რამეზე მომიხდა უარის თქმა და კიდევაც მომიწევს, თუმცა მეორე მხარეს არის ფული და წარმატება, თან მე ვაკეთებ იმას, რაზეც მუდამ ვოცნებობდი. ეს არის სამუშაო, მაგრამ ამასთან ერთად ეს გართობაა. მე არ შემიძლია ვითხოვო მეტი”-დაასრულა მონოლოგი ასის დე მორეირა რონალდომ.
|
კატეგორია: სპორტი |
ნანახია: 1088 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|