მოგესალმები, სტუმარი | RSS
პარასკევი, 17.05.2024, 02:11
მთავარი » 2009 » ივნისი » 6 » istoria | A.C. MILAN HISTORY
20:13
istoria | A.C. MILAN HISTORY

LEVA SHENTVIISS :D :P 899 წლის 16 დეკემბერს სასტუმრო Hotel du Nord-ში თერთმეტი ადამიანი
შეიკრიბა. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ჩამოეყალიბებინათ საფეხბურთო კლუბი,
რომელიც კონკურენციას მეორე მილანურ კლუბს, "მედიოლანუმს" გაუწევდა. ახალი
კლუბის სახელზე დიდხანს არ უფიქრიათ და მას Milan Cricker & Foot-ball
Club ეწოდა. მისი პირველი პრეზიდენტი ინგლისელი ალფრედ ედვარდსი გახდა და
ამიტომაც იყო, გუნდს ინგლისურად Milan და არა იტალიური ჟღერადობის Milano
რომ დაერქვა. ახალდაარსებულ კლუბს პირველი კაპიტანიც ინგლისელი ჰყავდა -
გერბერტ კილპინი მანამდე "მედიოლანუმის" ღირსებას იცავდა. 1900 წლის 15
აპრილს "მილანმა" პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და "ტორინეზესთან" 0:3
დამარცხდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებს ყურები არ ჩამოუყრიათ და მეორე
წელს "მილანმა" იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში "მედიოლანუმს" 2:0
სძლია, ნახევარფინალში კი იყო პირველი ისტორიული ჯახი ტურინის
"იუვენტუსთან" - "მილანმა" 3:2 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც წინა წლის
ჩემპიონი "ჯენოა" დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა. 1902
წელს "მილანი" იტალიის ჩემპიონობისათვის გადამწყვეტ მატჩში ისევ "ჯენოას"
შეხვდა და იმის მიუხედავად, რომ 2:0 დამარცხდა, ცხადი იყო - გუნდი მალე
სერიოზულ წარმატებებს მიაღწევდა. 1905 წელს გუნდის სახელიდან სიტყვა
Cricket ამოვარდა და კლუბს Foot-ball Club Milan ეწოდა. თან Foot- ball
დეფისით იწერებოდა და გუნდის აბრევიატურაც სხვების მსგავსი FC კი არა, FBC
Milan გახდა. (40-იანი წლებიდან AC Milan) ნელ-ნელა გუნდმა სახელი
საერთაშორისო ასპარეზზეც დაიგდო და ლომბარდიის თასი მოიგო, რაც იმ
დროისთვის დიდ წარმატებად ითვლებოდა. ალფრედ ედვარდსი მაშინ ვერც კი
წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მის მიერ დაარსებული
კლუბი მსოფლიო მასშტაბის გრანდი გახდებოდა და ყოველწლიურად ათეულობით
მილიონი დოლარის ბრუნვა ექნებოდა, თუმცა დღეს "მილანი" მძლავრი და რაც
მთავარია, გავლენიანი კლუბია, რომლის სათავეშიც იტალიის ყოფილი
პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი დგას. მან კლუბის აქციათა საკონტროლო
პაკეტი 1986 წელს შეიძინა და დღემდე იმდენი ტიტული მოიგო, რაც მსოფლიოს
არცერთ კლუბში არცერთ პრეზიდენტს არ მოუგია

მოედანი [რედაქტირება]

სან-სირო
სახელი - "სან-სირო", ჯუზეპე მეაცა
გაიხსნა - 1926 წლის 19 სექტემბერს
მისამართი - ვია დეი პიკოლომინის N5
მინდვრის საფარი - 105 X 68
ტევადობა - 82.955
VIP ადგილები - 5 200
პრესლოჟა - 200
პარტერი - 3 600 ლუქსი

ტიტულები [რედაქტირება]
იტალიის ჩემპიონი: 17
1901,
1906, 1907, 1950—51, 1954—55, 1956—57, 1958—59, 1961—62, 1967—68,
1978—79, 1987—88, 1991—92, 1992—93, 1993—94, 1995—96, 1998—99, 2003—2004
იტალიის თასი: 5
1966—67, 1971—72, 1972—73, 1976—77. 2002—03
იტალიის სუპერ თასი: 5
1988, 1992, 1993, 1994, 2004
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 7
1962—63, 1968—69, 1988—89, 1989—90, 1993—94, 2002—03, 2006—07
თასების თასი: 2
1967—68, 1972—73
უეფას სუპერ თასი: 5
1989, 1990, 1994, 2004, 2007
საკონტინენტთაშორისო თასი/საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი: 4
1969, 1989, 1990, 2007
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 982 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი !*:
Copyright MyCorp © 2024 |