მოგესალმები, სტუმარი | RSS
ხუთშაბათი, 16.05.2024, 14:01
მთავარი » 2009 » ივნისი » 07

“აინტრახტს” ახალი თავკაცი ჰყავს

43 წლის
მიხაელ სკიბე ფრანკფურტის “აინტრახტს” გაწვრთნის. ახალ მწვრთნელს
“აინტრახტი” საზოგადოებას დღეს წარუდგენს. კლუბმა აქამდელ მწვრთნელ
ფრიდჰელმ ფუნკელს, რომელიც გუნდს 2004 წლიდან ედგა სათავეში, კონტრაქტი
მისივე თხოვნით შეუწყვიტა. სკიბე ახლახანს დასრულებულ სეზონში სტამბოლის
“გალათასარაის” წვრთნიდა, მანამდე კი ის ჯერ დორტმუნდის “ბორუსიას”
მწვრთნელი იყო (1998-2000), შემდეგ გერმანიის ნაკრებში მთავარ მწვრთნელ
რუდი ფიოლერის ასისტენტად მუშაობდა (2000-04), ხოლო 2005-08 წლებში
ლევერკუზენის “ბაიერს” ედგა სათავეში.

Attachments: სურათი 1
Category: სპორტი | Views: 1053 | Added by: admin | Date: 07.06.2009 | Comments (0)


ახალი კონტრაქტის მზადებაში

ესპანეთის
ტრიუმფატორი “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის შეთავაზებას
აპირებს გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასა და მეკარე ვიქტორ
ვალდესისადმი. კონტრაქტის ზუსტი პირობები არ ხმაუდება, მაგრამ ერთი რამ
ცნობილია, რომ პირობები გაუმჯობესებული იქნება .
გვარდიოლას, მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2010 წელს ეწურება, კატალონიელთა
პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კი, გუნდში მის დატოვებას 2011 წლამდე გეგმავს.
“ბარსას” თავკაცის მსგავსად, კონტრაქტს მის თანაშემწეებს – ტიტო ვილანოვას
და ხუან კარლოს უნსუესაც გაუგრძელებენ. ლაპორტას ვალდესისადმი
შესათავაზებელი ახალი ხელშეკრულების ვადა არ დაუკონკრეტებია, თუმცა იმედი
აქვს, რომ “ბარსელონას” გოლკიპერისთვის წინადადება მისაღები იქნება.

Attachments: სურათი 1
Category: სპორტი | Views: 1081 | Added by: admin | Date: 07.06.2009 | Comments (0)


პრეზიდენტის ფინანსური პრობლემები

როგორც
ესპანური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, კლუბ “ვალენსიას”
პრეზიდენტმა სორიანომ ვერ შესძლო კლუბის ვალებთან დაკავშირებული
პრობლემების გადაჭრა, ვალები კი, 637,6 მილიონ დოლარს შეადგენს და ის
თანამდებობიდან გადადგა
ფინანსური პრობლემების გადაჭრას სორიანო იმ მიწის ნაკვეთის გაყიდვით
ცდილობდა, რომელზეც სტადიონი “მესტალიაა” განთავსებული, მაგრამ გარიგების
დასრულება, დავალიანების დაფარვის ვადისთვის ვერ მოასწრო.
“თქვენ იცით, კლუბში ჩემი მოსვლის დღიდან (2008 წლის ივლისი), ყოველმხრივ
ვიბრძოდი, კლუბის, როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური მოძლიერებისთვის. მე
ვერ შევძელი გარიგების დროულად განხორციელება და ამიტომ მივდივარ.
სამაგიეროდ, შარშან მოვახერხე სილვას და ვილას შენარჩუნება და ... კითხვის გაგრძელება »

Attachments: სურათი 1
Category: სპორტი | Views: 1029 | Added by: admin | Date: 07.06.2009 | Comments (0)


კონტრაქტი გახანგრძლივდა

“ბოლონიას”
ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ თავდამსხმელმა მარკო დი ვაიომ,
კლუბთან კონტრაქტი 2011 წლამდე გაახანგრძლივა.
დი ვაიომ, რომელიც “ბოლონიაში” გასული სეზონის დაწყებამდე გადავიდა, სერია
A-ში 38 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. აღნიშნული მაჩვენებლით, მან
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილი დიეგო
მილიტოსთან ერთად გაიყო და ორივე მათგანი, “ინტერის” შვედ ფორვარდ ზლატან
იბრაჰიმოვიჩს ერთი გოლით ჩამორჩა.

Attachments: სურათი 1
Category: სპორტი | Views: 1060 | Added by: admin | Date: 07.06.2009 | Comments (0)

                                           
   106 წლიანი ისტორიის მანძილზე მილანს მოპვებული აქვს:
   ყველა "კითხვის გაგრძელებში" 

Category: სპორტი | Views: 1043 | Added by: admin | Date: 07.06.2009 | Comments (0)

Copyright MyCorp © 2024 |