მოგესალმები, სტუმარი | RSS
ხუთშაბათი, 16.05.2024, 07:51
მთავარი » 2009 » ივნისი » 7 » პრეზიდენტის ფინანსური პრობლემები
23:30
პრეზიდენტის ფინანსური პრობლემები

პრეზიდენტის ფინანსური პრობლემები

როგორც
ესპანური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, კლუბ “ვალენსიას”
პრეზიდენტმა სორიანომ ვერ შესძლო კლუბის ვალებთან დაკავშირებული
პრობლემების გადაჭრა, ვალები კი, 637,6 მილიონ დოლარს შეადგენს და ის
თანამდებობიდან გადადგა
ფინანსური პრობლემების გადაჭრას სორიანო იმ მიწის ნაკვეთის გაყიდვით
ცდილობდა, რომელზეც სტადიონი “მესტალიაა” განთავსებული, მაგრამ გარიგების
დასრულება, დავალიანების დაფარვის ვადისთვის ვერ მოასწრო.
“თქვენ იცით, კლუბში ჩემი მოსვლის დღიდან (2008 წლის ივლისი), ყოველმხრივ
ვიბრძოდი, კლუბის, როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური მოძლიერებისთვის. მე
ვერ შევძელი გარიგების დროულად განხორციელება და ამიტომ მივდივარ.
სამაგიეროდ, შარშან მოვახერხე სილვას და ვილას შენარჩუნება და თუკი,
კლუბის ახალი ხელმძღვანელობა მათ გაყიდვას გადაწყვეტს, ტრანსფერების
ღირებულება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო. თუმცა, მათ
გარეშე ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვექმნება და ევროთასების
საგზურებისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ. მე გუნდს არ “დავანგრევ”, რადგან ჩვენი
ვარსკვლავების გაყიდვა, ფინანსურ პრობლემებს მხოლოდ ნაწილობრივ გადჭრის”,
- სორიანოს ეს განცხადება Reuters-მა გაავრცელა.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1029 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი !*:
Copyright MyCorp © 2024 |