მოგესალმები, სტუმარი | RSS
ხუთშაბათი, 16.05.2024, 14:24
მთავარი » 2009 » ივნისი » 7 » ახალი კონტრაქტის მზადებაში
23:31
ახალი კონტრაქტის მზადებაში

ახალი კონტრაქტის მზადებაში

ესპანეთის
ტრიუმფატორი “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის შეთავაზებას
აპირებს გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასა და მეკარე ვიქტორ
ვალდესისადმი. კონტრაქტის ზუსტი პირობები არ ხმაუდება, მაგრამ ერთი რამ
ცნობილია, რომ პირობები გაუმჯობესებული იქნება .
გვარდიოლას, მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2010 წელს ეწურება, კატალონიელთა
პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კი, გუნდში მის დატოვებას 2011 წლამდე გეგმავს.
“ბარსას” თავკაცის მსგავსად, კონტრაქტს მის თანაშემწეებს – ტიტო ვილანოვას
და ხუან კარლოს უნსუესაც გაუგრძელებენ. ლაპორტას ვალდესისადმი
შესათავაზებელი ახალი ხელშეკრულების ვადა არ დაუკონკრეტებია, თუმცა იმედი
აქვს, რომ “ბარსელონას” გოლკიპერისთვის წინადადება მისაღები იქნება.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1082 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი !*:
Copyright MyCorp © 2024 |