მოგესალმები, სტუმარი | RSS
ხუთშაბათი, 16.05.2024, 10:48
მთავარი » 2009 » ივნისი » 6 » მალდინიმ ”სან-სიროზე” უკანასკნელი მატჩი ჩაატარა
20:24
მალდინიმ ”სან-სიროზე” უკანასკნელი მატჩი ჩაატარა

დღეს ”სან-სიროზე” შეკრებილ გულშემატკივრებს გული ”რომამ” დასწყვიტა,
თუმცა ამის მიზეზი არა მარცხი არამედ ”მილანის” შეუცვლელი კაპიტნის პაოლო
მალდინის უკანასკნელი მატჩი გახდა, რომელიც მან ”სან-სიროზე” ჩაატარა.
ფეხბურთელის გადაწყვეტილებით იგი საფეხბურთო კარიერის დასრულებას როგორც
მოთამაშე სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს. 




სტადიონზე
შეკრებილმა გულშემატკივარმა ”მილანის” ლეგენდას ნამდვილი დღესასწაული
მოუწყვეს და საპატიოდ გააცილეს იგი ფეხბურთიდან. სამწუხაროდ თავად გუნდმა
ვერ მოახერხა კაპიტნის გახარება. მასიმო ამბროზინი ორჯერ შეეცადა მატჩის
გადარჩენას, მაგრამ თამაშში წერტილი ფრანჩესკო ტოტიმ დასვა (2:3).




მართლაც
”სან-სიროზე” შეკრებილ გულშემატკივარს არაფერი ჰქონდა გასახარი, მათი
კაპიტანი ხომ აღარასოდეს ითამაშებს ”3” ნომრიანი მაისურით.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 932 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი !*:
Copyright MyCorp © 2024 |