მოგესალმები, სტუმარი | RSS
ხუთშაბათი, 16.05.2024, 22:31
მთავარი » 2009 » ივნისი » 8 » FIFA 10
13:25
FIFA 10

მეგა ექსკლიზივი www.gij3.ucoz.com ს მომხმარებელს




EA Sports–ის
ფორუმზე გამოქვეყნდა პირველადი ინფორმაცია FIFA 10–ზე, სტატია გამოაქვეყნა
თამაშების პროდიუსერმა ხოსე ხარამილომ (Santiago Jaramillo).მან ისაუბრა
წინა ვერსიების პრობლემებზე და შეგვპირდა, რომ ცვლილებები ამ თამაშის
მოყვარულებისთვის მტკივნეულ სფეროებს შეეხება. დანარჩენი სრულიადში....

EA Sports–ის ფორუმზე გამოქვეყნდა პირველადი ინფორმაცია FIFA 10–ზე, სტატია გამოაქვეყნა თამაშების პროდიუსერმა ხოსე ხარამილომ (Santiago Jaramillo).მან ისაუბრა წინა ვერსიების პრობლემებზე და შეგვპირდა, რომ ცვლილებები ამ თამაშის მოყვარულებისთვის მტკივნეულ სფეროებს შეეხება.

კარიერის რეჟიმი:

ჩვენ მივიღეთ ბევრი შემოთავაზება ამ საკითხზე ფიფას მოყვარულებისაგან, სამწუხაროდ ყველა ინიციატივის განხილვას ვერ შევძლებთ, მაგრამ საინტერესო იდეებს აუცილებლად გავითვალისწინებთ ფიფას უახლოვეს ვერსიაში. ჩვენ ვხვდებით რომ ეს რეჯიმი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია და ჩვენ დიდ დროს დავხარჯავთ მის გასაუმჯობესებლად. ამ ვერსიაში ჩვენ სიმულირებული მაჩების შედეგებს გავხდით უფრო რეალურს. ( მაგ. შედეგებისას გათვალისწინებული იქნება გუნდების სატურნირო ადგილები,თუ ვინ რომელ პოზიციაზე იმყოფება) ასევე გაუმჯობესდება ტრანსფერების განხორციელებისა და ფეხბურთელების პროფესიონალური ზრდის სისტემები. ბოლოს და ბოლოს კარიერის რეჟიმი ჩვენთვის პრიორიტეტულია და ჩვენ განვავითარებთ მას არა მხოლოდ ფიფა 10–ში, არამედ შემდგომ ვერსიებშიც.

ბურთის ფიზიკა:

ბურთის მოედანზე მოქცევის ფიზიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ კიდევ წინა წელს შევიტანეთ.რის შედეგად ბურთის მოქცევა ბევრად რეალისტური გახდა. (მაგ. ბურთის ფრენა, შეხება და ა.შ.) სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით ყველა პრობლემის აღმოფხვრა, მაგალითისთვის ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძალიან სწრაფად ეშვება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ პრობლემის გამოსასწორებლად და ვეცდები ყველაფერი გამოვასწოროთ.

დაცვითი ხაზის გაუმჯობესება:

თამაშში ყოველთვის უნდა იყოს ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის. თუ თავდასხმაში ყველაფერი რიგზეა, ამას ვერ ვიტყვით დაცვის ხაზზე. შემტევ მხარეს აქვს საშუალება ბურთი მცველებს გადაუგდოს ზურგსუკან რაც მაშინვე არღვევს დაცვით ხაზზს რა გინდ ძლიერი არ უნდა იყო ის. მე ამას დიდ პრობლემად მივიჩნევ, ჩვენ ვიცით ამ შეცდომის შესახებ და გამოვასწორებთ მას უკვე FIFA 10-ში.

თამაშის ძირითადი თვისებები:

როგორც უკვე ავღნიშნე გამოსასწორებელი ძალზეც ბევრია, სამწუხაროდ ყველა პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება FIFA 10-ის გამოსვლისთვის, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რათა ფიფას შემდგომი ვერსიები უფრო დახვეწილი და რეალისტური იყოს ყველა სფეროში.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1006 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი !*:
Copyright MyCorp © 2024 |