მოგესალმები, სტუმარი | RSS
პარასკევი, 01.11.2024, 02:08
მთავარი » 2009 » ივნისი » 8 » პოლიციელი რობოტები
13:41
პოლიციელი რობოტები

ალბათ, ესეც არ იქნება მალე ისეთი არაჩვეულებრივი და
დაუჯერებელი, როგორიც არის ჯერ კიდევ დღეს. თავის დროზე, დარწმუნებული
ვარ, ყველა დიდი ინტერესით უყურებდით "რობოკოპს”, "მოკლე ჩართვას”,
"ვარსკვლავების ომებს”, "ტერმინატორს”, "მე - რობოტს” და, რა თქმა უნდა,
"მატრიცას”! თუ რომელიმე კინო ამ ჩამონათვალიდან თქვენთვის უცნობია – დიდი
არაფერი, მაგრამ ერთ რამეში, ალბათ, დამეთანხმებით, ისტორიები რობოტებზე,
ნამდვილი თუ გამოგონილი, ბავშვობიდან თან გვსდევს და საერთოდ არ
გაგვიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთი მათგანი განხორციელდება...
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს უვნებელი ისტორია იქნება: "ნავიგატორის გადაფრენა”
მაგალითად, ან კიდევ - "რობოკოპი”.


დანარჩენი სტატია იხილეთ სრულიად

ალბათ, ესეც არ იქნება მალე ისეთი არაჩვეულებრივი და დაუჯერებელი, როგორიც არის ჯერ კიდევ დღეს. თავის დროზე, დარწმუნებული ვარ, ყველა დიდი ინტერესით უყურებდით "რობოკოპს”, "მოკლე ჩართვას”, "ვარსკვლავების ომებს”, "ტერმინატორს”, "მე - რობოტს” და, რა თქმა უნდა, "მატრიცას”! თუ რომელიმე კინო ამ ჩამონათვალიდან თქვენთვის უცნობია – დიდი არაფერი, მაგრამ ერთ რამეში, ალბათ, დამეთანხმებით, ისტორიები რობოტებზე, ნამდვილი თუ გამოგონილი, ბავშვობიდან თან გვსდევს და საერთოდ არ გაგვიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთი მათგანი განხორციელდება... იმედი ვიქონიოთ, რომ ეს უვნებელი ისტორია იქნება: "ნავიგატორის გადაფრენა” მაგალითად, ან კიდევ - "რობოკოპი”.

ბოლო დროს ახალ ამბებს იშვიათად ვადევნებ თვალს, უმთავრესად იმიტომ, რომ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. საინტერესო ბევრი რამ არის, მაგრამ ყველაფერი უფრო კანონზომიერი და ლოგიკურია, ვიდრე უცნაური და რიგ გარეშე. და უეცრად შემდეგი სახის სათაური – "უსაფრთხოებას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში უზრუნველყოფენ რობოტები”... ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთი გამორჩეულად მაინტერესებს, მაგრამ ამ ამბავს გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლიდი. ასეთი საპასუხიმგებლო ღონისძიება და უცებ – რობოტები... ნეტა რა რობოტები უნდა იყოს – ვიფიქრე, და ნეტა რანაირად უნდა იცავდნენ ისინი რამეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე?..

ახალი ამბების უმეტესობა, რაც მსოფლიოს ირგვლივ და უმთავრესად იაპონიასა და კორეაში შექმნილი რობოტების შესახებ ვრცელდება, საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ სასაცილოა. ასე მაგალითად, კორეული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა წარმოუდგინეს საზოგადოებას მდედრობითი სქესის ანდროიდი Ever-1. ანდროიდის სიმაღლე შეადგენს 160 სმ-ს, წონა 50 კგ-ს და გარეგნულად ის 20 წლის ახალგაზრდა ქალს ჰგავს. სახელი Ever-1 აღებულია ბიბლიიდან (ევა – პირელი ქალი), ბოლოში დამატებული ასო ‘r’ არის პირველი სიტყვაში robot. როგორც ამბობენ ანდროიდის თავის ქალაში ჩაშენებულია 15 სენსორი, რომლებიც ახლოს მყოფი ადამიანის გამომეტყველების გარჩევის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა ანდროიდის სახე მოძრავია და მარტივად გადმოსცემს ისეთ ემოციებს როგორიცაა მაგალითად: ბედნიერება, სიამოვნება, სევდა და მრისხანება. ანდროიდი ფლობს 400 სიტყვას და გარკვეული სირთულით მონაწილეობს მარტივ საუბარში. ანდროიდი პრაქტიკულად არ მოძრაობს, ვერ დგება და ვერ დადის... ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი დანიშნულება... ცოტა ბუნდოვანია. გასაგებია, რომ ადამიანის გამომეტყველების გარჩევა და ემოციის გამოსახვის უნარი დიდი მიღწევაა, მაგრამ ჯერ კიდევ მეტისმეტად შორს იმყოფება იმისგან, რასაც ჰქვია – პრაქტიკული სარგებელი.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში უსაფრთხოებას დაიცავს ორი სახის რობოტი: OFPRO და MOSRO-1. ორივე დამზადებულია გერმანული ფირმის Robowatch Technologies-ის მიერ. ფირმის ოფიციალური საიტია: http://www.robowatch.de. სხვათაშორის ამ საიტთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ამბავი შემემთხვა. საქმე იმაშია, რომ თავიდან ზუსტი მისამართი არ ვიცოდი და ამიტომ როგორც ყოველთვის Google-ს მივმართე. Google-მა ამომიგდო რამდენიმე მსგავსი დომენის მქონე საიტი და მათ შორის http://www.robowatch.de და http://www.robowatch.org. მოგეხსენებათ .org დაბოლოება არაკომერციულ საიტებს ეხება, მაგრამ იმ მომენტში ამას რატომღაც ყურადღება არ მივაქციე და ზედ დავაწკაპე... საიტი მთლიანად ფლეშშია გაკეთებული და პირველი რაც გამოჩნდა ეკრანზე მეტად დრამატული მუსიკის თანხლებით იყო ფრაზა: Man + Computer = ? და მერე: Benefit... Menace... Friend... Enemy... Savior... Killer... Is this your final evolution? ...or your final demolition?... მოკლედ ვირტუალურ დამკვირვებელთა საიტი აღმოჩნდა, რომლებიც აკვირდებიან რობოტოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ტემპებს, რათა ეს პროცესი არ გადავიდეს რაღაც უხილავი ზღვრის იქეთ, თუმცა როგორ აპირებენ ისინი ან შეჩერებას ან თუნდაც რამენაირი ზემოქმედების მოხდენას ამ პროცესებზე – გაუგებარია. სხვათაშორის, ზოგადად საკმაოდ საინტერესო საიტია და გასაცნობად ნამდვილად ღირს – აუცილებლად მოინახულეთ როგორმე.

რობოტი OFPRO, როგორც აღმოჩნდა, არის ყველაზე მძლავრი რობოტი იმათ შორის, რომლებსაც უშვებს ფირმა Robowatch Technologies. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ის მოუხერხებელ მთვარემავალს წააგავს, მისი ფასი შეადგენს 76.000 აშშ დოლარს! შესაძლებლობებს შორის აღინიშნება: დამოუკიდებელი გადაადგილების უნარი, მუხლუხების საშუალებით მას უნარი აქვს იმოძრაოს უსწორმასწორო გზებითაც და გადალახოს პატარა დაბრკოლებები ყუთების, ქვების და კაბელების სახით. გადაადგილების სიჩქარეა 7.2 კმ/სთ, ავტონომიური მუშაობის დრო 12 საათი, მუშაობის ტემპერატურული რეჟიმი –15 გრადუს ცელსიუსიდან +50 გრადუს ცელსიუსამდე. წყალქვეშა ნავის პერესკოპივით გამოწელილი თავი უზრუნველყოფილია თერმული კამერითა და ორი ულტრაბგერითი სენსორით, მანდვე არის განთავსებული GSM და WLAN მოდულები, რომელთა საშუალებით რობოტი უკავშირდება ცენტრალურ კომპიუტერს. გარდა ამისა 360 გრადუსით მბრუნავ თავში მოთავსებულია DGPS მიმღები და კორექციის ბლოკი EPS. OFPRO-ს სიმაღლე 1.20 მ, სიგანე 50 სმ, წონა 50 კგ. განსაკუთრებულ თავისებურებებს შორის აღინიშნება სპეციალურ დამცავი კორპუსი, რომელიც მას გამოსადეგს ხდის შენობის გარეთ მუშაობისათვის. თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება რობოტი თავისი პირდაპირი ვალდებულებების შესრულებისას, იხილეთ შემდეგი ვიდეო: http://www.robowatch.de/home/video/ofro.mov.
MOSRO-1 შედარებით უფრო მოკრძალებულია და განკუთვნილია შენობის შიგნით სამუშაოდ. ფასიც ბევრად ზომიერი აქვს – 15.000 აშშ დოლარი. ჟურნალისტებმა ის რატომღაც R2D2-ას მიამსგავსეს "ვარსკლავების ომებიდან”, თუმცა მე თუ მკითხავთ, უფრო მოძრავ სანაგვე ყუთს მაგონებს. მას არა აქვს არავითარი მუხლუხები. პრაქტიკულად 10 სმ-დან ჩამოვარდნამ შეიძლება დააზიანოს როგორც მოძრავი, ისე დამცავი სისტემა. რობოტი გადაადგილდება სონარისა და ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით. ფართობი უნდა იყოს იდეალურად სუფთა და გლუვი, რადგან მცირეოდენმა დაბრკოლებამაც (კაბელის სახით მაგალითად) შეიძლება ხელი შეუშალოს MOSRO-1-ს გადაადგილებაში. პერსონალის თითის ანაბეჭდების მოხსნისა და იდენტიფიცირების მოდულების გარდა, რობოტი უზრუნველყოფილია მოძრაობის და ტემპერატურის ცვალებადობის აღმქმელი სენსორებით, გაზისა და ბოლის დეტექტორებითა და რადარით. წითელი ფერით მოელვარე თავში ჩაშენებულია კამერა, რომელიც მოძრაობის დაფიქსირებისას გადასცემს ცენტრალურ კომპიუტერზე ვიდეო მონაცემებს. ხიფათის შენიშვნისთანავე MOSRO-1 რთავს გამაყრუებელ და დამაბრმავებელ განგაშს. რობოტის სიმაღლეა 116 სმ. სიგანე 30 სმ. წონა 25 კგ.

ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც წესრიგს მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებაზე დაიცავენ რობოტები. საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ისინი უბრალოდ დაეხმარებიან ჩვეულებრივ პოლიციელებს წესრიგის დაცვაში. კერძოდ რობოტების ვალდებულებებში შევა მანქანების სადგომისა და ჟურნალისტური ბანაკის პატრულირება. ასევე მათ დაევალებათ ჰაერის შემოწმება რაიმე საწამლავი ან მავნებელი ნივთიერებების შემცველობაზე. ძირითადად სულ ეს არის ჯერჯერობით...

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1125 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი !*:
Copyright MyCorp © 2024 |