მოგესალმები, სტუმარი | RSS
ხუთშაბათი, 16.05.2024, 09:05
მთავარი » 2009 » ივნისი » 9 » მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი 207 წლისა
10:31
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი 207 წლისა

ქ. იოკოჰაში მცხოვრებ, იაპონელ იოჩი და კაზანო
გომებს, რომელთაც 104 და 103 წელი შეუსრულდათ და უკვე 72 წელია, რაც
ცოლ-ქმარი არიან, "გინესის რეკორდების წიგნში" მოხვედრა სურთ. ამ მიზეზით
თავიანთ სახლში, ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს, თუმცა
თავისი ასაკი ზუსტად ვერც ერთმა ვერ გაიხსენა. ამაში მათ ნათესავები
დაეხმარნენ და ცოლ-ქმარს შეახსენეს, რომ ორივეს ერთად 207 წელი შეუსრულდა
და სრული უფლება აქვთ , ყველაზე ხანდაზმული წყვილის სტატუსის მინიჭება
ოფიციალურად მოითხოვონ.

ამჟამად "გინესის რეკორდების წიგნის" ვერსიის
მიხედვით, ყველაზე ხანდაზმულად, ფილადელფიელი ჰერბეტ და მაგდა ბრაუნების
წყვილი ითვლება, რომელთაგან თვითოეული შესაბამისად, 105 და 100 წლისაა.

კითხვაზე
- თუ რაში მდგომარეობს მათი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, ყოფილმა
სახელმწიფო მოხელემ იოჩი გომმა ჟურნალისტებს უპასუხა: "იმედი არ უნდა
დაკარგო, სიცოცხლე უნდა გწყუროდეს. მე და ჩემს ცოლს, ყველაზე მეტად დროის
ერთად გატარება მოგვწონს." ქმრის სიტყვებს მისი მეუღლე თავის ქნევით
დაეთანხმა და დასძინა: "თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ამდენ ხანს
სიცოცხლე მოსაწყენიც კია. პირადად მე, ცხოვრებაში უკვე აღარაფერი
მხიბლავს.".

ხანდაზმულ წყვილს სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი ჰყავთ.,
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1168 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი !*:
Copyright MyCorp © 2024 |